ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
|
||||||||||||
მასწავლებელი: ნონა ხორბალაძე
|
||||||||||||
საგანი:
1.ქართული ენა და ლიტერატურა
2.ბუნებისმეტყველება
|
კლასი: 2 7 კლასი
|
|||||||||||
თემა: ქართული ენა : „ამაყი ყვავილი“
ბუნება: რა სჭირდება
ყვავილს სიცოცხლისათვის?
|
დრო: 40 წთ
|
|||||||||||
მოსწავლეთაპროფილი: კლასში 24 მოსწავლეა
(ყველა ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება.) სსსმ არ მყავს.
|
||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა : გაკვეთილი
ინტეგრირებულია და აქტუალურია იმით, რომ
ბავშვებს განუვითარდებათ მსჯელობისა და ანალიზის უნარები ; გაიღრმავებენ ცოდნას ,თუ რა პირობები სჭირდება
ცოცხალი ორგანიზმის ზრდისთვის ლიტერატურული
ნაწარმოების დახმარებით. ეს გაკვეთილი
ატარებს როგორც შემეცნებით , ასევე აღმზრდელობით ხასიათს.
|
||||||||||||
გაკვეთილის მიზნები : მოსწავლეები შეძლებენ უცნობი ტექსტის მოსმენა-გაგებას და სკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟის (ყვავილის) ქმედებიბის მიმართ ; გააცნობიერებენ
მცენარეების სიცოცხლისათვის წყლისა და სხვა პირობების საჭიროების (ლიტერატურული პერსონაჟის
მაგალითზე და სხვა თვალსაჩინო მასალების
საფუძველზე) ;მივლენ დასკვნამდე, რომ ყვავილისთვის (მცენარეებისთვის) საჭიროა ყველა
პირობა ერთად ; გაიაზრებენ ურთიერთპატივისცემისა და თავაზიანობის მნიშვნელობას ურთიერთობაში ;
ესგ-ის სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების
მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია
და ა.შ.);
ქართ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ
სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის
აღმნიშვნელ ლექსიკას...);
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
თვალსაჩინოებაზე
ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის
ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ორგანიზმის
ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი,
საკვები, საბინადრო გარემო)
გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა
დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად
მოვრწყავთ? ) და ეძებს
პასუხებს;
|
||||||||||||
წინარე ცოდნა: ამოიცნობენ მცენარის ძირითად ნაწილებს; ჩამოთვლიან ცოცხალი ორგანიზმის თვისებებს ( ზრდა, კვება,
სუნთქვა ..); შეუძლიათ ტექსტზე მუშაობა; მოქმედების აღმნიშვნელი და საგნის აღმწერი სიტყვების
მოძებნა;
|
||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება : განმავითარებელი კომენტარი, ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა, მოსწავლეთა ურთიერთშეასება, ტესტი.
|
||||||||||||
სასწავლო მასალა და
რესურსები:
დაფა, ცარცი, მოთხრობის
ტექსტი(ტექსტი ამობეჭდილია ინტერნეტიდან) , ბარათები(ყვავილის ნაწილები),ფურცლები
A4 ფორმატის,საადაც ყვავილის ნაწილებს დააწებოებენ; ტესტი, ყვავილი ქოთანში,
ხელოვნური ყვავილი,თვალსაჩინო მასალა (პოსტერები) , ლექსიკონი (მოსწავლეებს აქვთ თავისი ბლოკნოტი-ლექსიკონი,სადაც
იწერენ ახალ სიტყვებს)
|
||||||||||||
აქტივობა N1 : დრო-1წთ : ორგანოზაციული მომენტი
|
||||||||||||
აქტივობა N 2 დრო
: 3
წთ
აქტივობის
მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება: შეძლებენ ყვავილის აწყობას მისი ცალკეული ნაწილებისგან, და მიუწერენ თითოეულ ნაწილს
შესაბამის სახელს
მეთოდი: მოდელირება
ორგანიზების ფორმა: მუშაობა ჯგუფებში
აქტივობის აღწერა : თითოეულ ჯგუფს მაგიდაზე
უდევს ბარათები , რომლის აწყობით მიიღებენ ყვავილს და მიუწერენ
ნაწილების სახელებს.
|
||||||||||||
აქტივობა N3 დრო
: 3
წთ
აქტივობის
მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება
:გაიხსენებენ : რით განარჩევენ ცოცხალ ორგანიზმს არაცოცხალისგან; მცენარის ზრდისათის
, სიცოცხლისათვის საჭირო პირობებს.
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები ადარებენ ქოთნის ყვავილს ხელოვნურ
ყვავილთან და ვუსვამ კითხვებს: რა მსგავსება-განსხვავებაა
მათ შორის? (პასუხები:ქოთანში ცოცხალია ,ხელვნური
კი არაცოცხალი? რატომ ვთვლით, რომ ეს ყვავილი
ცოცხალია? (პასუხები: ის იზრდება; იკვებება; სუნთქავს..ა.შ.
ეძლევათ დავალება მიუწერონ
აწყობილი ყვავილების ფურცლებში პირობები, რომლებიც საჭიროა ყვავილის ზრდისათვის
.
|
||||||||||||
აქტივობა N 4 დრო
: 1
წთ
აქტივობის
მიზანი : გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა
მეთოდი: კითხვა-პასუხი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის აღწერა : მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას : „როგორ ფიქრობთ , რა იქნება
დღევანდელი გაკვეთილის თემა?“ (ვარაუდები: „მცენარე, ხე, ყვავილი“) გავაცნობ გაკვეთილის
თემას ,მიზნებსა და შინაარსს.
|
||||||||||||
აქტივობა N 5
დრო : 15 -20
წთ
აქტივობის
მიზანი : შინაარსის გაგება-გაანალიზება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის აღწერა : ვურიგებ თითოეულ მოსწავლეს ფურცელზე ამობეჭდილ
ნინო ნაკაშიძის მოთხრობას
„ამაყი ყვავილი“ . კითხულობენ
სათაურს , ავტორის სახელსა და გვარს. სათაურის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდს შინაარსის
შესახებ . ვუკითხავ მოთხრობას . შემდეგ ყველა ერთად ვკითხულობთ . ვმუშაობთ
უცნობ სიტყვებზე (თუ მიხვდებიან კონტექსტის მიხედვით ) და ვიწერთ ლექსიკონში. მოსწავლეები აღწერენ ნაკადულსა და ყვავილს . სიტყვა „ამაყს“ შევურჩევთ სინონიმემბს
( მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს) და ჩავიწერთ ლექსიკონში. მოსწავლეები შეაფასებენ
ყვავილის ქცევას და გამოთქვამენ თავის აზრს ყვავილის საქციელის მიმართ („.. მომეწონა,არ
მომეწონა; უხეშად დაელაპარაკა ნაკადულს; თავმომწონია..და ა.შ. ) . მოსწავლეები პასუხობენ
შემდეგ კითხვაზე : ნაკადულის წასვლით , რომელი პირობა (წინა დავალების შეხსენებით) დააკლდა ყვავილს ? და რა
დაემართა ამის შემდეგ მას?
|
||||||||||||
აქტივობა N 6 დრო
: 3 წთ
აქტივობის
მიზანი : მოსწავლეები მიღებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით და პოსტერებზე დაკვირვებით გააანალიზებენ
და შეაფასებენ ყვავილის სიცოცხლისათვის ხელსაყრელ გარემოს .
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები
დაფაზე გამოკრული სურათებიდან შეარჩევენ იმას,რომელიც შეესაბამება მოთხრობის სიუჟეტს.
შემდეგ დააკვირდებიან
დანარჩენ სურათებს (გვალვა, თოვლიანი ამინდი, მინის ქილაში მოთავსებული ყვავილი)
და უპასუხებენ კითხვას: „რომელ გარემოს აირჩევდნენ თავის ყვავილისთვის.
მოსწავლეები სავარაუდოდ აირჩევენ იმ სურათს ,სადაც ყველა ის ფაქტორია
ასახული, რომელიც საჭიროა ყვავილის სიცოცხლისათვის.
მოსწავლეები გამოიტანენ
დასკვნას : (სავარაუდო პასუხი)ყვავილს ყველა პირობა სჭირდება და თუ ერთი რომელიმე
დააკლდება , ის ვერ იცოცხლებს.
|
||||||||||||
აქტივობა N 7
დრო : 5 წთ
აქტივობის
მიზანი : გაკვეთილის შეჯამება:
მეთოდი: ტესტი
ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშობა
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები თემის შესაჯამებლად აკეთებენ ტესტს.
პასუხებს ამოწმებენ ურთიერთშეფასებით(ყოველ სწორ პასუხს უწერენ „+“ ,არასწორ პასუხს
კი „-„
|
||||||||||||
შეფასება. 3 წთ საშინაო დავალება .2 წთ
|
||||||||||||
პატარა ნაკადულის პირას დიდი, ლამაზი ყვავილი ამოვიდა. ნაკადულს ყვავილი უყვარდა, ურწყავდა ძირს და ნაზ სიმღერებს უმღეროდა. ერთხელ მეტის სიყვარულით ნაკადულმა ბევრი წყალი შეაშხაპუნა და დაასველა ყვავილი.
ყვავილი გაუჯავრდა ნაკადულს:
- თავი მომაბეზრა ამ საძაგელმა, - თქვა მან, - სულ დამისველა და გამიფუჭა ჩემი მშვენიერი კაბა, წადი, დაიკარგე აქედან, ახლოს აღარ გამეკარო!
ნაკადულს გული ატკინა ყვავილის საყვედურმა. დაიწია უკან და მოშორდა ყვავილს.
მზე თანდათან უმატებდა სიცხეს.
ყვავილს მოსწყურდა, კაბა დაემტვერა და დასუსტდა.
- ნეტავი აქ იყოს ახლა ჩემი საყვარელი ნაკადული, - ნატრობდა ყვავილი და ეძახდა თავის მეგობარს, მაგრამ მისი სუსტი ხმა არ ესმოდა შორს წასულ ნაკადულს, და ამაყი ყვავილი უწყლოდ ჭკნებოდა მზის სიცხისაგან.
ნინო ნაკაშიძე
1. როგორი იყო ყვავილი?
2.როგორი იყო ნაკადული?
3.რატომ გაუჯავრდა ყვავილი ნაკადულს?
4.რატომ დაშორდა ნაკადული ყვავილს?
5. რა დაემართა ყვავილს?
6.თქვენ როგორ
მოიქცეოდით ყვავილის ადგილას?
ტესტი
1) როგორი იყო ყვავილი?:
ა) თავმომწონე ბ) ზრდილობიანი
|
|
2) რატომ გაუჯავრდა ყვავილი ნაკადულს?
ა) ნაკადულმა წყალი შეაშხაპუნა
ბ) ნაკადული ყვავილს არ მიესალმა
|
|
3) როგორ დამთავრდა ყვავილის ამბავი?
ა) ყვავილი გაიზარდა
ბ) ყვავილი გახმა
|
|
4) რა არის საჭირო ყვავილის სიცოცხლისათვის ?
ა) მხოლოდ წყალი და ჰაერი; ბ )მხოლოდ მზე და ნიადაგი;
გ) აუცილებელია ყველა ერთად
.
|
|
5) რას გვასწავლის ყვავილის ამბავი:
ა) უნდა ვიყოთ თავაზიანები
ბ) უნდა ვიყოთ
ბეჯითები
|