Saturday, April 4, 2015

მეცხრე დღე - პროექტის შესწავლის დასასრული.

პროექტის პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე  და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. თითოეულმა   გააკეთა პროექტის პრეზენტაცია .

Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მერვე დღე- ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე  თუ როგორ გავანაწილოთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვების  შესაბამისად , დავასრულეთ გეგმის შაბლონში ინფორმაციის შეტანა ,ასევე ვისაუბრეთ მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე.  

Saturday, March 28, 2015

მეშვიდე დღე - ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე : განვიხილეთ კოლაბორაციული შეფასება, შეფასების დაგეგმვის ცხრილი ,კრიტერიუმების ჩამონათვალი. შევქმენით გვერდები  ბლოგზე. 

Sunday, March 22, 2015

მეექვსე დღე- ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე  და გავაკეთეთ გაზეთი .( შევურჩიეთ გაზეთს სათაური ,რაც ჩვენს მიერ არჩეულ თემას ეხება  და დავწერეთ შესაბამისი სტატიები თავისი სურათებითურთ .)  მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში და გადავიწერეთ.

Saturday, March 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ . დავასრულეთ პროექტის  პრეზენტაცია  და გამოვაქვეყნეთ ინტერნეტში.

Sunday, March 15, 2015

მეოთხე დღე .
ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმაზე ,რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი :
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
 პირველი ნაწილი: პროექტზე მუშაობის დაწყებამდე  ვადგენთ  მოსწავლეთა საჭიროებებს დადგენაზე, ავღნიშნეთ  თუ რა მეთოდით შევასრულებდით ამის დადგენას (ტესტით,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე და ა.შ.) . გავწერეთ გეგმა. ავღნიშნეთ თუ რადავალებებს ვაძლევთ თითოეულ ჯგუფს და შემდეგ ვაწარმოებ დაკვირვების დღიურს სადაც აღინიშნული იქნება თუ როგორ მუშაობენ მოსწავლეები პროექტზე და ასრულებენ დავალებებს ,კერძოდ :  მოსწავლეთა მიერ ბუკლეტების დამზადება, რეზიუმეების გაკეთება ,ჯგუფების (ცალ-ცალკე ) პრეზენტაცია,თვითშეფასება,   პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ  ხდება საბოლოო პრეზენტაციის ჩვენება  და წერენ  არასწორ შეხედულებებს.

Saturday, March 14, 2015

მესამე დღე

სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონის შევსება,  თემის ,სტანდარტებისა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განსაზღვრა და შაბლონში შეტანა  .  ვისაუბრეთ  ზოგადი ,თემატური , შინაარსობრივი კითხვების დასმის შესახებ .სასწავლო პროექტის დაგეგმვის მეორე მოდულიდან  გადავიწერეთ " რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავებისთვის", "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები". ბლოგზე კომენტარის გამოქვეყნება.